სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი ბანკი დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ახალ ფინანსურ პროდუქტს - სესხს სტარტაპ რესტორნისთვის სთავაზობს.

„სტარტაპ-რესტორანი“ სპეციალურად სტარტაპერებზე მორგებული სესხია, რომლით სარგებლობის შემთხვევაში, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ სარესტორნე ბიზნესის წამოწყებას და განვითარებას. პროდუქტი განკუთვნილია რესტორნის სრულად ფუნქციონირების დასაფინანსებლად, მათ შორის, მიწის, შენობის ან ავეჯის და ინვენტარის შეძენის, შენობის მშენებლობა/რემონტისთვის, ასევე, საერთაშორისო ბრენდის ე.წ. "ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების ან რესტორანთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დასაფინანსებლად.

”სტარტაპ-რესტორნით“ სარგებლობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, ისე იურიდიული პირებისა და მიკრო ბიზნესების წარმომადგენელებისთვის. ბიზნესი 2 წელზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში უნდა ფუნქციონირებდეს.

პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, დაინტერესებულ პირს სარესტორნე ან მონათესავე დარგში (სწრაფი კვების ობიექტი, კაფე-ბარი და საზოგადოებრივი კვების სხვა ტიპის ობიექტი) მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს ან დაქირავებული ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის თანამშრომელი ან გუნდი.

„სტარტაპ რესტორნის“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სტარტაპერის ვებ-გვერდზე:https://st.artuperi.ge/ka/pages/startap-restorani .

„სტარტაპერი“ თიბისი ბანკის პროგრამაა, რომლის მიზანს სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისება წარმოადგენს. პროგრამა აერთიანებს დამწყები ბიზნესებისთვის როგორც ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის: სტარტაპსესხს, საოპერაციო პროდუქტებს, ღონისძიებებს, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, მედიამხარდაჭერას და სხვა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.startuperi.ge.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100