სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

თურქეთში სავარაუდოდ გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო საკუთარ ფეისბუკგვერდზე ავრცელებს

„თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები.

საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას.“- აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ახლავს თურქულ მედიაში ამ საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიის ბმული.

ვიკიპედიაში გურჯი - ხათუნის შესახებ შემდეგი ინფორმაციაა

თამარი, გურჯი-ხათუნი (XIII საუკუნე) — საქართველოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი მოღის ედ-დინი იყო, არზრუმის გამგებლის ტოღრილის ძე.

1236 წელს მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრვე II-ს (1236-1246). თამარმა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 წელს მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა შირ-უ-ხირშიდ (ლომი და მზე), რომელიც შემდგომ სელჩუკის სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა.

სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რომელიც სელჩუკური არქიტექტურული მშვენებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100