სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სახალხო დეპუტატი ანა რომანოვა რადაში Balmain-ის საკულტო პიჯაკით მივიდა, რომელიც 50 ათასის ღირებულებისაა

მეათე სესიის გახსნის პირველ დღეს სახალხო დეპუტატი ანა რომანოვა რადაში Balmain-ის ძვირადღირებული პიჯაკით გამოცხადდა, რომელიც უკრაინაში 50,702 გრივენად არის შეფასებული და რომელიც 5000 ლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, რომანოვას ეჭირა Cavalli-ს „მოკრძალებული“, 9000 გრივენის ღირებულების ხელჩანთა - ამის შესახებ ჟურნალ „ოლიგარქის“ რეპორტიორმა, ჟურნალისტმა ანა სტეშენკომ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

„გაიცანით, ეს ფრაქცია „სამოპომიჩის“ დეპუტატი ანა ანატოლიევნა რომანოვაა.

X სესიის გახსნის პირველ დღეს (ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ), ჩვენი ხალხის რჩეული რადაში Balmain-ის საკულტო პიჯაკში გამოწყობილი მივიდა, რომელიც კიევში 50,702 გრივენად შეგიძლიათ შეიძინოთ.

ხო, ასევე Cavalli-ს „მოკრძალებული“ ხელჩანთა, რომელიც 9000 ღირს“, - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100