ბიძინა ივანიშვილი: პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები ყველაფერი შევასრულოთ
„ერთი წლის განმავლობაში მე ვაჩვენებ არა მარტო საქართველოს, ევროპასაც, როგორი დემოკრატია შეიძლება აშენდეს საქართველოში“- განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თოქშოუ „იმედი LIVE”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, აქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო და მათზე მზრუნველი ხელისუფლება.
„მე იმის პრეტენზია და ამბიციაც მაქვს, რომ ერთი წლის განმავლობაში არამარტო ქართული საზოგადოება და საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, რომ ეს იქნება ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება და ეს იქნება მათზე მზრუნველი მხოლოდ. პარტიას სხვა არავითარი ფასეულობა ჩემთვის არ აქვს. არც „ქართულ ოცნებას“ რომლის შექმნაში დიდი წვლილი მაქვს, და არც სხვა ნებისმიერს. პარტია იქმნება იმისთვის, რომ იზრუნოს ხალხზე. კეთილი ვინებოთ და ეს დაპირებები ყველაფერი შევასრულოთ. მე ვფიქრობ რომ მე პირნათლად, უფრო ადრე ვიდრე ერთი წელი, მექნება საშუალება რომ ვისაუბრო ხალხთან და ვნახოთ, რომ თურმე ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო, დემოკრატიულად მართული, დემოკრატიული მეთოდებით, ადამიანის ღირსებაზე მორგებული, ამავდროულად, იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთი ხელის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხით ჩვენ შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება. არა, ეს რთულია, ამას დრო სჭირდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარი