სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი განახლება იყო. მან თქვა, რომ განახლება იქნება როგორც მთავრობაში, ისე პარტიაში"

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი განახლება იყო. მან თქვა, რომ განახლება იქნება როგორც მთავრობაში, ისე პარტიაში. - ამის შესახებ პოლიტანალიტიკოსმა ვაკა გორგილაძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ძირითადად საკუთარ ამომრჩეველს და ელექტორატის იმ ნაწილს მიმართავდა, „რომელიც „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყო, მაგრამ ახლა იმედგაცრუებულია, ან ჯერ არა აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული. ის თავის ამომრჩეველთან დისკუსირებდა. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა აჩვენა, რომ ის არ არის მოწყვეტილი რეალობას და ფლობს ინფორმაციას. მას ჰქონდა მცდელობა გაეღვიძებინა ოპტიმიზმი და იმედი“ - აღნიშნა ვაკა გოგრილაძემ.

„მოდით შევადაროთ მიშას დროინდელი დავარცხნილი ინტერვიუები და ბიძინას გუშინდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან. სააკაშვილის ინტერვიუები დავარცხნილია, ვერავინ უბედავს ვერც დემარშს და ვერც აგრესიულ რეპლიკებს, ამ შემთხვევაში კი, ჩანს, მედია თავისუფალია. ივანიშვილს მოუწია რუსთავი2-თან დისკურსში შესვლა რადგანაც, ეს ტელევიზია და მის უკან მდგარი ნაციონალური მოძრაობა დღეს ცდილობს აჩვენოს, თითქოს ტოტალური ტერორია ქვეყანაში, კორუფცია მაღალია და ასე შემდეგ, რეალობა კი სხვა არის. ამ რეალობაზე გააკეთა აქცენტი ბიძინა ივანიშვილმა და ის საერთაშორისო ორგანიზაციების კონკრეტულ ციფრებსა და მონაცემებს დაეყრდნო, მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებს. მან კონკრეტული ციფრები მოიყვანა.“ - აღნიშნა ვაკა გორგილაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100