სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მილა კუნისი ორიგინალურ ტურნეს გეგმავს

ჰოლივუდის მსახიობი მილა კუნისი მსოფლიო კულინარიულ ტურნეს გეგმავს. „შავი გედისა“ და „მეგობრული სექსის“ ვარსკვლავი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძების დაგემოვნებას აპირებს. „ვიმედოვნებ, საკუთარი ცოდნის სრულყოფას შევძლებ. სწავლა მიყვარს“, - აღნიშნა მსახიობმა.

„ვგიჟდები ტელეარხ დისქავერის ისტორიულ ფილმებზე, ასევე რუბრიკებზე „ჯანმრთელობა“ და „მეცნიერება“, მოგზაურობა ჩემი ჰობია და როდესაც ვმოგზაურობ, ყველაფრის ნახვა მსურს. საჭმელი ძალიან მიყვარს, ამიტომ ყველა ქვეყნის „გემოს გასინჯვა“ მინდა. დავაგემოვნებ კერძებს და ბევრს ვისეირნებ“, - განაცხადა კინოვარსკვლავმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კუნისი უკრაინის ქალაქ ჩერნოვციში დაიბადა, მაგრამ 7 წლის ასაკში მშობლებთან ერთად საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. ის ფილმის, „მარტო სახლში“ ვარსკვლავის, მაკოლეი კალკინის ყოფილი მეგობარი გოგონაა.

maximum

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100