თბილისის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს მიმართავს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს:
„ვთხოვთ მოსახლეობას, ვინც საჭიროებს თავშესაფარს, დროულად მიმართონ ისნის გამგეობას, რათა მოხდეს მათი რეგისტრაცია და დროებით საცხოვრებელ ფართში გადაყვანა.
"ისნის გამგეობა მუშაობს საგანგებო რეჟიმში. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ისნის გამგეობას ნომერზე: 2 37 50 29, 599 53 70 40, ასევე დარეკონ მერიის ცხელ ნომერზე 2 72 22 22 ,“ - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, კორპუსებიდან მოსახლების ევაკუაცია განხორციელდა.
კომენტარი