სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გგონიათ ლენინი ერთადერთი ლიდერია რომელიც არ დამარხეს? მაშინ წაიკითხეთ ეს ისტორია

ევა პერონი, არგენტინის პრეზიდენტის, ხუან დომინგო პერონის ლეგენდარული ცოლი, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი სხეული, მუმიფიცირებისთვის საჭირო სხვადასხვა კოქტეილებში მოათავსეს.

როგორც ცნობილია ევიტა არ დაასაფლავეს, რადგან მისი სხეული სამგლოვიარო ცერემონიაებზე სახალხოდ გამოეტანათ.

გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ კი ევიტას პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა მისი მუმიფიცირებული სხეული მოიპარეს და არავინ იცის სად იყოს ის მომდევნო 15 წლის განმავლობაში.

15 წლის შემდეგ კი არგენტინელი მუმია ისევ იპოვეს და ქმარს დაუბრუნეს. სხეული ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

ხუან დომინგო პერონიმა გარდაცვლილი ცოლი საკუთარ სახლში, ხალხისთვის დასანახ ადგილას დაასვენა. პერონის მეორე ცოლი კი მუმიფიცირებულ ევიტას თმას ვარცხნიდა და მის კუბოში ხშირად წვებოდა, რათა მისი სიდიადე გადასდებოდა.

მოგვიანებით ევიტა პერონის გვამს მიწა აღირსეს, დღესდღეობით ის საკუთარი ოჯახის აკლდამაშია დაკრძალული.

ცნობისთვის მარია ევა დუარტე პერონი გახლდათ არგენტინის პირველი ლედი 1946 წლიდან გარდაცვალებამდე. მას ხშირად როგორც ევა პერონს მოიხსენიებდნენ ან მოფერებით ევიტა, რაც ითარგმნება როგორც „პატარა ევა“.

დაიბადა 1919 წელს, არგენტინის პამპასის რეგიონის ერთ მიყრუებულ სოფელ ლოს-ტოლდოსში. 1934 წელს, როდესაც ის 15 წლის იყო, ჩავიდა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, სადაც ის მოღვაწეობდა სცენასა და კინოში. 1944 წლის 22 იანვარს, საქველმოქმედო ღონისძიების დროს, რომელიც მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად იმართებოდა, ევა შეხვდა პოლკოვნიკ ხუან პერონს. მომდევნო წელს ისინი დაქორწინდნენ. 1946 წელს, ხუან პერონი არგენტინის პრეზიდენტად აირჩიეს. შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში, ევა პერონი გახდა ძალიან პოპულარული თავისი პრო-პერონისტული განწყობით და ასევე მშრომელთა უფლებების დაცვით. ის ასევე გახდა შრომისა და ჯანმრთლობის მინისტრი და მართავდა ევა პერონის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, იბრძოდა არგენტინაში ქალების ხმის უფლებებისათვის. ასევე დააფუძნა და მართავდა ქვეყანაში პირველ ქალთა პარტიას — ქალ პერონისტთა პარტიას.

1951 წელს, ევა პერონი არგენტინის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა. ამ საქმეში მას პერონისტული პოლიტიკის მომხრე ღარიბი მოსახლეობა ეხმარებოდა, რომლებსაც „უნიფხვოებს“ ეძახდნენ. მაგრამ სამხედრო და „ელიტის“ წარმომადგენლებმა იგი აიძულეს მოეხსნა თავისი კანდიდატურა. თუმცა 33 წლის ასაკში ოფიციალურად არგენტინის კონგრესის მიერ მიენიჭა „ერის სულიერი ლიდერის“ სტატუსი. 1952 წლის 26 ივლისს, ევა პერონი კიბოთი გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100