სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოჯახი გაგვინადგურეს, 4 თვის შვილი დარჩა - მარნეულში მომხდარი მკვლელობის დეტალები

სისხლიანი გარჩევა მარნეულში ახალგაზრდებს შორის - მოკლულია 30 წლის კაცი. დაპირისპირება გვიან ღამით, გარეუბანში მოხდა. რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი უცნობია.

მსხვერპლს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ მომხდარზე არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი დააკავა.

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ვინაობა მათთვის უცნობია, გარდაცვლილს კი ვინმესთან კონფლიქტი არ ჰქონია.

"ოჯახი გაგვინადგურეს, ასეთი წყნარი ბიჭი როგორ მოგვიკლა ვიღაც ნაძირალამ, მთელი მარნეული გლოვობს და დასტირის მას ისეთი ბიჭი იყო. 4 თვის შვილი დარჩა, რატომ მოხდა ჩხუბი, რა გახდა მკვლელობის მიზეზი არავინ იცის", - ამბობს ახლობელი.

მათივე თქმით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდების უმიზეზოდ დაღუპვა ყოველდღიურობად იქცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100