სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იოზვიაკი: თუ საქართველო არ შეცვლის კურსს, კომისია ვერ განიხილავს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას

რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს.

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის თაბახმად:

"ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: "თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია" - წერს იოზვიაკი.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება.

დღევანდელი ანგარიშით შეფასდება, როგორ შესრულდა ევროინტეგრაციისთვის გასაზღვრული 9 ნაბიჯი და შემდგომი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება.
ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია 9 დათქმით გასცა. დათქმაში ევროკომისია მათ შორის 2024 წლის არჩევნებზე საუბრობდა და საქართველოს თავისუფალი, სამართლიან და კონკურენტული საარჩევნო პროცესის ჩატარებას სთხოვდა .

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100