სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რეანიმაციაში გადაყვანას სთხოვდა, მაგრამ ადგილები არ იყო" - კორონავირუსით დაღუპული ორსულის ოჯახი

გახდა თუ არა კოვიდ 19-ით ინფიცირებული ორსულის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა. 28 წლის ხათუნა ქობალიას ოჯახი, სრულ პასუხისმგბელობას ჯანდაცვის უწყებას აკისრებს და ამბობს, რომ ორსულის რეანიმაციაში გადაყვანა ერთი კვირის განმავლობაში, ადგილების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.

"რეანიმაციაში გადაყვანას სთხოვდა, მაგრამ არც თბილისში იყო ადგილები და არც ქუთაისში", - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი

ხათუნა ქობალია ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" მძიმე პნევმონიით და სუნთქვის უკმარისობით სიცოცხლისთვის 11 დღის განმავლობაში იბრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ვირუსს ემსხვერპლა ბავშვიც, რომელიც რამდენიმე კვირაში უნდა დაბადებულიყო.

ამავე თემაზე:

"ვცდილობ დავძლიო ეს საშინელება" - კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის ბოლო შეტყობინება

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100