სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

,,ნაცმოძრაობას" ახასიათებს საარჩევნო პროცესის კომპრომეტირების მცდელობა"

პოლიტოლოგი გია აბაშიძეპირველთან" 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე მიმართულებით საუბრობს:

სამართლიანი არჩევნებისშუალედური ანგარიში გამოქვეყნდა, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, რომ მიმდინარეობს მზადება მასობრივი გაყალბებისათვის, ხოლო მმართველი გუნდი არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე საუბრობს. რამდენად სერიოზულია ანგარიშში აღნიშნული დარღვევები?

ცხადია, ხარვეზები საარჩევნო პროცესში არის. მთავარია, რა მასშტაბის, რა ხასიათის და როგორია მასზე ხელისუფლების რეაგირება. ოპოზიცია ახსენეთ და ნაცმოძრაობას ახასიათებს ფაქტების გაბუქება და მთლიანი პროცესის კომპრომეტირების მცდელობა. ეს არაა ახალი. არც ისაა ახალი, რომ ამ ხარვეზების ჰიპერბოლიზაცია ყოველთვის გარკვეულწილად ორკესტრირებულად ხდება ერთი მათთან დაახლოებული კონკრეტული საინფორმაციო საშუალების მხრიდანაც. რას ამბობს ეს ანგარიში? იმას, რომ 73 საოლქო კომისიიდან 14-ში გამოიკვეთა შერჩეული პირების ნათესაური კავშირები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებთან, ხოლო 8 კიდევ სხვა, ასევე 13-კაციან საოლქო კომისიებში, მმართველი პარტიის მხარდამჭერი 8 აქტივისტი აირჩა. როდესაც არსებულ პროგრესზე წინა ინტერვიუში გითხარით, გავიხსენოთ თუნდაც 2012 წლის არჩევნები და ნახავთ პოლიტიკური ნიშნით, ათეულობით თუ არა ასეულობით სამსახურებიდან გაძევებული ადამიანების ჩამონათვალს, ფიზიკურ ზეწოლა-მუქარებსა და ანგარიშსწორებებს სამართადამცველი და ადმინისტრაციული სტრუქტურებიდან და ... ცხადია, ეს საარჩევნო გარემო იდეალური არაა, მთავარია არსებული ხარვეზების გამოსწორება

და კონკრეტულად რაში ხედავთ პრობლემებს და რა უნდა გაკეთდეს?

- დავკონკრეტდები - ხარვეზები და არა პრობლემები. ISFED ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავროებოები არიან ქვეყნის დემოკრატიული პროცესების, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზედამხვედველო ორგანიზაციები. კარგი გაგებით, ჩასაფრებულნი - ხელისუფლებასა და ცესკოს ატყობინებენ სხვადასხვა მიმართულებებით არსებულ ნაკლოვანებებზე და ცესკოც ოპერატიულად და საფუძვლიანად რეაგირებს მათზე. საგულიხმოა საარჩევნო ადმინისტრაციისადმისამართლიანი არჩევნებისმიერ დაფიქსირებული ერთადერთი რეკომენდაცია - კომისიების წევრებმა არ უნდა იქონიონ კომუნიკაცია პოლიტიკური პარტიების წევრებთან და აღიკვეთოს პოლიტიკური ინტერესების გატარება. დაველოდოთ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინასაარჩევნო მიგნებებსაც. საინტერესო იქნება რამდენად დაემთხვევა ანდა რა ხარვეზებს ნახავენ იმ პროცესში, რომელიც მუდმივად დახვეწადია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100