სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საახალწლო სამზადისი“

ახალი წელი და მასთან დაკავშირებული სამზადისი ყოველწლიურად განსხვავებულია - ბავშვობაში მოლოდინი გვქონდა, თითქოს, თოვლის ბაბუა ნანატრ საჩუქრებს დაგვახვედრებდა ნაძვის ხის ქვეშ, რომ ჩვენს გაგზავნილ წერილს უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ საჩუქრად ბევრ ტკბილეულსა და სათამაშოს, კომიქსებს, წიგნებსა თუ ვიდეო თამაშებს მივიღებდით. მოლოდინები კი წარსულში დარჩა, მას შემდეგ, რაც გავიზარდეთ და გავაანალიზეთ, რომ საკუთარი თავის თოვლის ბაბუები, ან ბებიები, ისევ და ისევ ჩვენ უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა გამოვეწყოთ თბილ ტანისამოსში და საყიდლებისკენ გავეშუროთ.

საახალწლო სამზადისი გამორჩეულია, რადგან ყველაფერი, რასაც მაღაზიებში ვხედავთ, იქნება ეს დიდი, მწვანე ნაძვის ხე, ბუხარზე ჩამოსაკიდი სასაჩუქრე წინდა, თუ სათამაშო სანტა და მისი მარხილი, გვინდა სასწრაფოდ შევიძინოთ, რომ ჩვენი თბილი და საყვარელი სახლი უფრო გავამრავალფეროვნოთ. ამ ყველაფრისთვის კი გარკვეული რაოდენობის თანხაა საჭირო, რისი შეგროვებაც ბევრისთვის სწორედ რომ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომაა, რომ დიდი ნაწილი CCloan-ში სესხის აღებით გადააგორებს ხოლმე წინასაახალწლო ორომტრიალს. ჩვენ კი, გადავწყვიტეთ, რამდენიმე რჩევა მოგვეცა თქვენთვის, რომ საახალწლოდ უკეთ გადაანაწილოთ თანხა.

პირველ რიგში, კარგი იქნებოდა, თუ წინასწარ გადადებდით გარკვეული რაოდენობის ფულს, რადგან, ყველასთვის ცნობილია, რომ 31 დეკემბრის ღამისთვის ბევრი პროდუქტის ყიდვა გვიწევს. წინასწარ გადადებული თანხის შესახებ იდეა კი ყოველთვის პრაქტიკული და გონივრულია. არასოდეს ვიცით, თუ რა გაუთვალისწინებელი ხარჯი შეიძლება გამოჩნდეს.

საახალწლოდ კი, მაღაზიებში სწორედ შესაფერის განწყობას გვიქმნიან, რომ რაც შეიძლება მეტი ნივთის ყიდვისკენ გვიბიძგონ, მაგალითად, საახალწლო მუსიკა, დიდი მორთული ნაძვის ხეები, და სხვა. ხოლო, იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ ფულის ეკონომია სჭირდებათ, აუცილებლად, წითელი ხაზი უნდა გადაუსვან ყველა იმ არასასურველ და ძვირადღირებულ ნივთს, რომელიც მათ საფულეს ბოლომდე დააცარიელებს.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ბევრი მაღაზია საახალწლო ფასდაკლებებს გვთავაზობს. საშოპინგოდ წასვლა კი წინასაახალწლოდ ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იმ შემთხვევისთვის, თუ ფინანსურად ამის საშუალება არ გაქვთ და არც წინასწარ გიფიქრიათ თანხის გადადებაზე, შეგახსენებთ, რომ CCloan-ში პირველი სესხი 0%-იანია, რაც დიდი შეღავათია, თუ გავიხსენებთ იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ჩვენგან საახალწლო საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ელიან. ამ კუთხით, პოპულარული ონლაინ-გვერდებიც არანაკლებ საინტერესო სიურპრიზებს სთავაზობენ მომხმარებლებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც სჯობს, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭიროთ, რადგან გამოწერილ საჩუქარს გარკვეული დრო სჭირდება თქვენი სახლის კარზე დასაკაკუნებლად.

საბოლოოდ, დავდივართ მაღაზიებში, ვათვალიერებთ ონლაინ-გვერდებს, ბევრს ვფიქრობთ იმ საჩუქრების შესახებ, რომლებიც ნამდვილად გაახარებენ ჩვენს საყვარელ ადამიანებს, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ მთელი გულით გაკეთებულ პატარა საჩუქარს ყველაზე დიდი ძალა აქვს.

ძალა, რომ ჩვენი ფინანსური პრობლემა გადაჭრას და, ამავდროულად, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებიც გააბედნიეროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100