სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მადნის უკანონოდ დამტაცებელთა დანაშაულებრივ ჯგუფს ამხელს

უკანასკნელ პერიოდში გამოვლინდა ათეულობით კერძო კომპანია, რომელიც თვითნებურად ახდენს ჭიათურაში მადნის უკანონო მოპოვებას და რეალიზებას. აღნიშნული უკანონო მოქმედება ეწინააღმდეგება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი”-ს ექსკლუზიურად მინიჭებულ ლიცენზიურ საქმიანობას, ასევე წარმოადგენს გადასახდების დამალვის საფრთხეს და მნიშვნელოვნად ზრდის გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

როგორც ცნობილია, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” საქართველოში ექსკლუზიურად ფლობს მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას, რაც მოიცავს მთელ რიგ ვალდებულებათა ნუსხას სახელმწიფოს მიმართ. ლიცენზიის ფარგლებში მკაცრადაა განსაზღვრული მადნის მოპოვების კონკრეტული არეალი და წლიური მოცულობები. ასევე ღია კარიერების აღდგენითი გეგმა.

დანაშაულებრივად მოქმედი ათობით კომპანია ბოლო პერიოდი აქტიურად, დიდი მოცულობებით ახდენენ ლიცენზიით დათქმული ტერიტორიების მიღმა მადნის მოპოვებას და შესაბამისად აღუღრიცხავი პროდუქციით ცდილობენ გადასახადების დამალვას. ამავე დროს უპასუხისმგებლოდ ტოვებენ გადახსნილი ღია კარიერების რეკულტივირების პროცესს, რითაც მეტად საშიშ მდგომარეობას უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს.

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს შესაბამის სახელმწიფო სტუქტურებთან პრობლემის აღმოფხვრაში და მადნის მოპოვებითი სამუშაოების კანონიერ ფარგლებში მოქცევაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100