ზაქარია ქუცნაშვილი ხევსურეთს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყაზბეგის, დუშეთისა და თიანეთის გაერთიანებული მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი ხევსურეთს ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო.
სოფელ როშკას, შატილის და მუცოს მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატთან როგორც საერთო, ასევე, ინდივიდუალურ პრობლემებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და ყველა საკითხს შეეხო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა.
ამასთანავე, მაჟორიტარობის კადიდატმა ხევსურეთში, ზღვის დონიდან 2960მ-ზე მშენებარე არხოტი-როშკას დამაკავშირებელი 28კმ გზის მშენებლობა დაათვალიერა და დასაქმებულ პირებს გაესაუბრა.
„ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს გზა მხოლოდ 8 ოჯახისთვის შენდება. გზა რომელიც 21 საუკუნე არ არსებობდა ჩვენი ქვეყნის და მომავალი თაობებისთვის უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება. საქართველო მოიპოვებს კავკასიის ჩრდილოეთ ფერდობზე საავტომობილო წვდომას, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელია. ამასთანავე, საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის შექმნის კიდევ ერთ ტურისტულ მიმართულებას რეგიონში არსებული ბუნების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სახით “, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
(R)
კომენტარი