ლილო მოლში ხანძარია
ლილო მოლში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა, რომელიც მალე 600-დე კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. დაიწვა რამდენიმე მაღაზია, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი ბაზრობის უფრო დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა, მაგრამ მობილიზებულმა სახანძრო ეკიპაჟებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გამკლავებოდნენ სტიქიას. სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ გიორგაძის განცხადებით, ხანძარი ამ დროისთვის (8:30), ფაქტობრივად, ლოკალიზებულია. დარჩენილია ცეცხლის მცირე კერები, რომელთა ლიკვიდირება დაახლოებით ნახევარ საათში მოხდება. მისივე თქმით, ბაზრობაზე სხვაგან ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.
კომენტარი