სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 აპრილი - პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდის დღე

დღეს იგეგმება მაღალი ტექნოილოგიებით შექმნილი პირველი ქართული უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პარლამენტის ეზოში, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისა და მათი დაჯილდოების დროს განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ ფაქტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქართულ სამხედრო სფეროს მთლიანად ქართული წარმოების სხვადასხვა საშუალებები მომავალშიც შეემატება. „ყველა ეს ტექნოლოგია ქართველი ინჟინრებისა და კონსტრუქტორების მიერ იქმნება და ეს საამაყოა“, - დაამატა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილს სააკაშვილის განცხადებით, იარაღის მიწოდებაზე თუნდაც დროებითმა შეზღუდვებმა 2008 წელს ის შედეგი გამოიღო, რომ საკუთარ სამხედრო წარმოებას მიაცა ბიძგი:

„ანდაზა - „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“, ჩვენს შემთხვევაში არ გამართლდა: კი არ გავიქეცით, ხელები დავიკაპიწეთ და ყველა დავარწმუნეთ, რომ ქართველი არ შეიძლება, მეორეხარისხოვანი იყოს არც ინტელექტით და არც შრომის უნარით. შრომა გვეზარება კი არა, პირიქით, სხვებზე უკეთაც შეგვიძლია“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100