სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენ საქართველოდან მივდივართ, სხვები მოდიან: "თუ ასე გაგრძელდა, დიდი ალბათობით, 20 წელში ეთნიკური ქართველი ეროვნულ უმცირესობაში აღმოჩნდება" - დემოგრაფი

სა­ქარ­თვე­ლო­დან იმა­ზე მეტი ქარ­თვე­ლია გა­სუ­ლი, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - ასე­თია დე­მოგ­რაფ ან­ზორ თო­თა­ძის ვა­რა­უ­დი. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2022 წლის 1-ლი იან­ვრის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან უცხო­ეთ­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 99 974 კაცი შე­ად­გი­ნა. ან­ზორ თო­თა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ვი­ნა­ი­დან მიგ­რან­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქვეყ­ნი­დან არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დის, შე­უძ­ლე­ბე­ლია მათი აღ­რი­ცხვა. "ვინ იცის, რამ­დე­ნი კაცი გა­და­ვი­და ამე­რი­კა­ში მექ­სი­კი­დან და ბრა­ზი­ლი­ი­დან", - დას­ძენს დე­მოგ­რა­ფი და ამ­ბობს, რომ შე­უქ­ცე­ვა­დი მიგ­რა­ცია ქვე­ყა­ნას დე­მოგ­რა­ფი­ულ საფრ­თხეს უქ­მნის... - მიგ­რა­ცია და შო­ბა­დო­ბის შემ­ცი­რე­ბა არის ის ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რო­მელ­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფამ შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნოს. უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ დღეს ქარ­თვე­ლი ერის ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის სა­კი­თხი დგას. თუ დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ასე გაგ­რძელ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა უახ­ლო­ეს 5-6 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, დიდი ქა­ლა­ქე­ბის გარ­და, გა­უ­კაც­რი­ელ­დეს. არა­და, ის­ტო­რი­უ­ლად ქარ­თვე­ლი კაცი სამ­შობ­ლოს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის გარ­და, ნე­ბით არ ტო­ვებ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კავ­შირ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის 98% სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­და, სომ­ხეთ­ში - სომ­ხე­ბის მხო­ლოდ 65%, აზერ­ბა­ი­ჯან­ში კი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის 84%. - რა იყო ამის მი­ზე­ზი? - ტრა­დი­ცია და მენ­ტა­ლო­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, რომ ქარ­თვე­ლებს ისე­თი მრა­ვალ­წლი­ა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის მოყ­ვა­ნის ტრა­დი­ცია გვქონ­და, რო­გო­რიც ვა­ზია. ვი­ნა­ი­დან ამ კულ­ტუ­რებს მუდ­მი­ვი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სჭირ­დე­ბო­და, ქარ­თვე­ლი კაცი მი­ჯაჭ­ვუ­ლი იყო თა­ვის მი­წას. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში ჩვენს რე­გი­ონ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბი, ძი­რი­თა­დად, მომ­თა­ბა­რე ცხოვ­რე­ბას ეწე­ოდ­ნენ. ამას გარ­და, ქარ­თვე­ლებს ყვე­ლა სხვა ერის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბა აქვთ - რაც უნდა კარ­გად ცხოვ­რობ­დნენ უცხო ქვე­ყა­ნა­ში, მა­ინც სამ­შობ­ლო ენატ­რე­ბათ და მუდ­მი­ვად დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ. რო­გორც წესი, ქარ­თვე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მო­პო­ვე­ბის გამო კე­რას არ ტო­ვებ­და. ის­ტო­რი­უ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წყა­რო­ე­ბი­და­ნაც ხომ ვი­ცით, რომ მხო­ლოდ ბე­დუ­კუღ­მარ­თო­ბა თუ მოს­წყვეტ­და ქარ­თველს სამ­შობ­ლოს და მა­ში­ნაც მისი უკა­ნას­კნე­ლი სურ­ვი­ლი იყო სა­მუ­და­მო გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა­ში ეპო­ვა. - შემ­დეგ რა შე­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მენ­ტა­ლო­ბა­ში? - არა­ფე­რი. ქარ­თვე­ლი ისევ და­მო­კი­დე­ბუ­ლია სამ­შობ­ლო­ზე, უბ­რა­ლოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ძა­ლი­ან ცუდი რამ და­ე­მარ­თა ქვე­ყა­ნას. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ და­ი­წყო, მაგ­რამ ეს შე­უქ­ცე­ვა­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გახ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვი­სი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ცდი­ლობ­და ახალ­გაზ­რდებ­ში ეროვ­ნუ­ლი იდე­ა­ლე­ბის ჩაკ­ვლას. გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­ნად­გუ­რე­ბით, იდე­ა­ლე­ბის ნგრე­ვით, გუ­რა­მიშ­ვი­ლის, ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფით და­ან­გრია ახალ­გაზ­რდე­ბის ფსი­ქი­კა და მი­იყ­ვა­ნა პრი­მი­ტი­ულ აზ­როვ­ნე­ბამ­დე. ძა­ლი­ან ად­ვი­ლია იმ ახალ­გაზ­რდე­ბის მარ­თვა, რო­მელ­თა ოჯა­ხი და სამ­შობ­ლო მა­ღალ ღი­რე­ბუ­ლე­ბას არ წარ­მო­ად­გენს და მხო­ლოდ სა­შო­ვარ­ზეა გა­და­გე­ბუ­ლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100