ბილაინის მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music და აპლიკაციის პრემიუმ პაკეტით უფასოდ სარგებლობა
თბილისი, 18 დეკემბერი, 2020 - საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მსოფლიოში წამყვან კიდევ ერთ პლატფორმაზე - მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music. Stingray Music-ი მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ ბილაინის აბნონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია - აპლიკაცია არჩევს როდესაც გადმოწერა ხდება ბილაინის სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და პირდაპირ პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.
კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc., მსოფლიოში წამყვანი, მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში. Stingray-ს მუსიკალური აპლიკაციის მეშვეობით, ათასობით სიმღერას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ადგილას მოუსმინოთ.
მეტი ინფორმაიისთვის პროდუქტის შესახებ: https://www.stingray.com
###
შეკითხვებით მოგვმართეთ:
შპს „ვიონი საქართველოს“ შესახებ
შპს „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON) რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას. ბილაინი საქართველო ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G/LTE 800 MHz მომსახურებით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge; ინფორმაციისთვის „ვიონი“ ჯგუფის შესახებ, ეწვიეთ: www.veon.com
კომენტარი