კონდოლიზა რაისი: „რუსეთში თვლიან, რომ მუქკანიანი კავკასიელები ავაზაკები არიან“
თავის წიგნში „ყველაზე დიდი პატივი: მოგონებები ვაშინგტონში გატარებულ წლებზე“ რაისი ფრთხილად იმასაც ვარაუდობს, რომ რუსების ზიზღი ქართველებისადმი შესაძლოა ერთი რამითაა მოტივირებული – ქართველებს რუსებზე მუქი კანი აქვთ. რაისი თავის მემუარებში წერს:
„ქუჩაში რიგითი გამვლელიც კი გეტყვით, რომ მუქკანიანი კავკასიელები ქურდები და ავაზაკები არიან. ერთხელ მოსკოვის ერთ ძველ სასტუმროში, ”უკრაინაში” ვცხოვრობდი და სადილიდან დაბრუნებულს, აღგზნებულმა ადმინისტრატორმა ქალმა მომმართა (ძველ საბჭოთა კავშირში, ეს მოხუცი ადამიანები მთელი ღამე უთვალთვალებდნენ სასტუმროს ბინადართა წასვლა-წამოსვლას) და მითხრა, რომ ვიღაც ქართველი კაცები მკითხულობდნენ. ის ისე შეულამაზებლად გამოხატავდა ანტი-ქართულ განწყობებს, მგონი, ვერ აცნობიერებდა, რომ მეც მუქკანიანი ვარ”.
კომენტარი