დღეს დიდი მარხვა დაიწყო
დღეიდან დიდი მარხვა დაიწყო, რომელიც 7 კვირა გრძელდება. ამ დროს მორწმუნეებს ხორცეულის, თევზისა და რძის ნაწარმის მიღება ეკრძალებათ. განსაკუთრებით მძიმე მარხვის პირველი შვიდეულია.
მართლმადიდებელი ეკლესია თითოეულ მორწმუნეს მარხვის დაცვის კურთხევას ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით აძლევს.
დიდმარხვა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 28 აპრილს დასრულდება.
კომენტარი