„არ აქვს მნიშვნელობა, რა უსულო საგანს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში, ამისთანა სირცხვილი საქართველოს ჯერ არ უნახავს“ - გრიგოლ ვაშაძის პირველი კომენტარი
ეგზიტპოლის პირველადი შედეგები 17:00 საათისთვის ცნობილია - „დისონ რისერჩის“ ეგზიტპოლების თანახმად, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 55%, გრიგოლ ვაშაძემ კი 45% აიღო.
ეგზიტპოლებს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა:
“გამოცხადდა ეგზიტპოლი, 5 საათის მონაცემებით, ჯერჯერობით 55-45-ზეა, უმაღლეს პატივს ვუდასტურებთ ედისონ რისერჩს და რუსთავი 2-ს, მაგრამ აუცილებლად დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რადგან ამომრჩევლის უზარმაზარი რაოდენობა მივიდა 5 საათის შემდეგ, ვისი მობილიზაციაც შეეძლო ხელისუფლებას, მოახდინა ყველას მობილიზაცია, პირველია ის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შედგა, ეს არის მძლავრი ძალა, დაშლას არ ვაპირებთ და ყველაფერი ახლა იწყება და ამ არჩევნებით ქურდულმა ოცნებამ დაკარგა ყველანაირი ლეგიტიმაცია, არ აქვს მნიშვნელობა რა უსულო საგანს შეიტანენ პრეზიდენტის სასახლეში, ამისთანა სირცხვილი საქართველოს ჯერ არ უნახავს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კომენტარი