სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შემდგარი ქალები მომწონს... ზაფხულში "ბომბა" ამბავს გაიგებთ" - ბლიც ინტერვიუ გიგი ადამაშვილთან

სოფო ნიჟარაძის „მუსიკალური სიყვარული“ - ხშირად მოიხსენიებენ ასე 19 წლის ამ ნიჭიერ მომღერალს გიგი ადამაშვილს. მან გამოჩენისთანავე მიიპყრო ქართველი თინეიჯერი გოგოების ყურადღება. 16 წლის იყო, როცა მისმა პირველმა ნამღერმა უკრაინულ x-ფაქტორში“ ჟიურის გული მოიგო... რამდენიმე წლის შემდეგ კი მან საქართველოს სცენაზე დადგომაც გადაწყვიტა და საკმაოდ წარმატებულად გაიარა x-ფაქტორის“ გზა ფინალამდე. გიგი ქართველ მსმენელს გაზაფხულზე, როგორც თავად ამბობს „ბომბა ამბავს“ ჰპირდება. დრონი.ჯი. გიგის პირადი ცხოვრებით და სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და მომღერალთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა:

ასაკი? - 19

ჰობი? - ესე ჰობი ნაკლებად ქვია, მაგრამ მიყვარს კომპიუტერული თამაშები.

როგორი გართობა მოგწონს? - ხასიათს გააჩნია, მაგრამ უფრო მაინც ნათელი ადგილები მიყვარს და კარგი ბენდების მოსმენა, ალკოჰოლიც მიყვარს , ცოტა რაოდენობა მჭირდება სიმთვრალისთვის.

ქართული ტრადიციებიდან რომელი არ მოგწონს?- უმეტესობა მიყვარს და პატივს ვცემ, არ მიყვარს ქელეხი და სასაფლაოებზე ქეიფი

ყველაზე ცუდი დღე შენს ცხოვრებაში? - სე ცუდი დღე არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო 2008 წლის აგვისტო , ქობულეთში ვისვენებდი ოჯახთან ერთად, მაშინ 9-10 წლის ვიყავი, თბილისში ვბრუნდებოდით, გორს რომ გამოვცდით ზუსტად 15 წუთში დაიბომბა, მახსოვს ყველა არხზე პრეზიდენტის გამოსვლა, როგორ ვიმარაგებდით საჭმლის დიდ მარაგს სახლიდან რომ აღარ გავსულიყავით, ეს საკმაოდ მძიმედ მახსენდება

ხარ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით? - ზოგადად კი, ავირჩიე ცხოვრების ის გზა, სადაც სრული კომფორტი მაქვს. ვაკეთებ საქმეს, რომელიც ყველაზე ძაან მიყვარს და ვფიქრობ, წარმატების რაღაც ეტაპამდე უკვე მივედი, მაგრამ წინ დიდი ამბებია.

ფიზიკურად როგორი ქალები მოგწონს? - ფიზიკურად არ ვიცი, ყველა ქალს თავისი შარმი აქვს. ესე კონკრეტული "'მოთხოვნები" არ მაქვს რომ აუცილებლად ქერა ან შავგრემანი უნდა იყოს

თვისებები, რომელებიც სასურველ ქალს უნდა ჰქონდეს? - შემდგარი ქალები მომწონს. ის ვინც სულ შენს გვერდით იქნება ყველა ომში, ყველა წარმატების დროს. არ მიყვარს სუსტი ადამიანები, ყოველი წარმატებული კაცის უკან ხომ იცით როგორი ქალიც დგას, ასევე ძლიერი და წარმატებული.

სექსი თუ სიყვარული? - სიყვარულით ჯერ არ მყვარებია. სიყვარული სექსის გარეშე რა უაზრობაა. სექსი შეიძლება სიყვარულის გარეშე, მაგრამ სიყვარული სექსის გარეშე არა . ეს კითხვა ქათამი და კვერცხის თემაა .

როგორ ფიქრობ, შენ ცხოვრებაში წარმატებისა და პოპულარობის მომტანი, უკრაინული x-ფაქტორი იყო თუ ქართული? - ვფიქრობ, საერთოდ სხვა და სხვა ემოცია იყო, უკრაინა პირველი იყო და სხვანაირი შეგრძნებები მქონდა. თუმცა ქართულმა მაინც სხვანაირად ამაფეთქა რა საკვირველია

როგორ განვითარდა შენი ცხოვრება X-ფაქტორის შემდეგ? - 2 თვეში დავიწყე ტურნე საქართველოს მასშტაბით, 22 ქალაქში ჩავატარე სოლო კონცერტი, ყველა კონცერტი იმართებოდა კულტურის სახლებში და თეატრებში, შემდგომ გამოვუშვი სიმღერა ქარი ქრის“, რომელმაც წარმატება მომიტანა.

არის თუ არა ცვლილებები შენ კარიერაში? - კი ნახავთ და მოისმენთ ზაფხულში, ბომბა ამბავია.

დღეს არსებული სატელევიზიო ტელე-პროექტებიდან, რომელს ანიჭებ უპირატესობას? - ყველა მუსიკალურ პროექტს ვადევნებ თვალ და ყურს.

იღებ თუ არა უარყოფით კომენტარებს? - ძალიან იშვიათად

როგორ რეაგირებ ჭორებზე? - ჩვეულებრივად... იჭორაონ, რეაქცია არ მაქვს.

საოცნებო დუეტი? - არ მაქვს საოცნებო დუეტი.

რას იტყვი კლუბურ ნარკოტიკებზე, რომლებმაც ბოლო პერიოდში ბევრი ახალგაზრდა იმსხვერპლა? - ძალიან მტკივა და მწყდება გული... ვერ ვიტან ვერანაირი სახის ნარკოტიკს, ეს ჩემი პირადი არჩევანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100