სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ჩემი დაქალის მამინაცვალთან სექსი მაქვს და ამ ამბის საიდუმლოდ შენახვამ დამღალა“ - ახალგაზრდა ქალის გულახდილი წერილი

გთავაზობთ უცხოურ პრესაში გამოქვეყნებული ინტიმური წერილის თარგმანს:

„მე 21 წლის ვარ, ჩემი დაქალი კი 22-ის. 12 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ჩემმა მეგობრის დედამ, რომელიც ახლა 41 წლისაა, ორი წლის წინ შექმნა მეორე ოჯახი. მისი მეუღლე ახლა 29 წლისაა. დაქალს თავიდანვე პრობლემები ჰქონდა მამინაცვალთან. გოგონა ყოველთვის ცდილობდა დედამისისა და მისი მეორე მეუღლის ურთიერთობაში ჩარეულიყო. ამის გამო ისინი მალევე დაშორდნენ ერთმანეთს.

ჩემი დაქალის მამინაცვალი განშორებიდან მალევე გავიცანი. ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით შევხვდით ერთ-ერთ პაბში. მან სასმელზე დამპატიჟა, შემდეგ ნომერი გამომართვა. ორი დღის შემდეგ დამირეკა და ისევ დამპატიჟა სასმელზე. დრო ძალიან სასიამოვნოდ გავატარეთ, შემდეგ კი მის ბინაში ავედით და სექსი გვქონდა. ის ისეთი ნაზი და ამავე დროს მამაკაცური იყო ჩემს მიმართ, ისეთი მაგარი სექსი გვქონდა, მსგავსი არაფერი მიგრძვნია მანამდე. შემდეგ მოვუხშირეთ შეხვედრებს, ჩვენი ინტიმური ურთიერთობა კი ყოველ ჯერზე სულ უფრო კარგი ხდება. მეუბნება, რომ ძალიან მოვწონვარ და სურს სერიოზული სახე მისცეს ჩვენს ურთიერთობას, რაც მეც ძალიან მინდა, თუმცა... ვიცი რომ ამას ჩემი დაქალი ვერ გაიგებს, რადგან ის ყოველთვის უარყოფითად საუბრობდა მამინაცვალზე და განშორების შემდეგ ისიც თქვა, რომ ამ „უნამუსო მამაკაცმა“ დედამისი მიატოვა. მე კი ვიცი რომ ეს ტყუილია, თავად დედამისმა დაუსვა წერტილი მათ ურთიერთობას. არ ვიცი, როგორ ვუთხრა, რომ მისი ყოფილი მამინაცვალი მიყვარს და მასთან ყოფნა მსურს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ერთ-ერთს დავკარგავ - ან დაქალს, ან შეყვარებულს. ამ ურთიერთობის საიდუმლოდ შენახვამაც დამღალა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100