სალომე დუმბაძეს და მის ბაბუას ჩვენი დახმარება სჭირდებათ!
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელზე მეტია, სრულიად უფასოდ სასიცოცხლო დახმარებას უწევსსაწოლს მიჯაჭვულ ადამიანებს, მათ შორის პატარა ბავშვებსაც.
სალომე დუმბაძემხოლოდ 2 წლისაა, დაბადებიდან ავადაა და მისი გაუსაძლისი ტკივილების შემყურე, მთელი ოჯახი იტანჯება.
მესამე შვილს ოჯახში დიდი სიხარულით ელოდნენ. გოგონას დაბადება განსაკუთრებით უფროს დებს, მარიამს და ანას ახარებდა. ისინი ოცნებობდნენ, რომ პატარა დაიკოს პრინცესასავით მორთავდნენ და ერთად ბევრს ითამაშებდნენ. მაგრამ მათი ოცნებები ვერ ასრულდა. სალომე უამრავი თანდაყოლილი პათოლოგიით დაიბადა. მას ბავშვთა ცერებრალური დამბლა და ეპილეფსია აქვს, არ შეუძლია ყლაპვა და ამის გამო გოგონას ნაზოგასტრალური მილის საშუალებით კვებავენ.
შვილის ავადმყოფობა უდიდესი დარტყმა იყო. სალომეს მკურნალობისთვის ოჯახმა ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურა და ახლა ისინი კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები. მიზერული სოციალური შემწეობა საჭირო წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნით.
სალომეს თანატოლები უკვე ლაპარაკობენ, ამბობენ ლექსებს და თავიანთი „მიღწევებით“ მშობლებს ახარებენ. სალომე კი დაბადებიდან წევს, მას სულ მაღალი სიცხეები აქვს და ხშირი გულყრებით იტანჯება. პატარას კბილებიც კი არ ამოსვლია, ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებს და ვერც კი ჯდება.
დუმბაძეების ოჯახში, სალომეს გარდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ბაბუა თამაზს აქვს. დიაბეტი გამომისთვის ორივე ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.
დუმბაძეების ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება. მათ არანაირი საარსებო საშუალება არ გააჩნიათ. დედა იზო და მამა აკაკი ვერ მუშაობენ. ისინი შვილის და ბაბუის პრობლემებით ცხოვრობენ. სალომე ხშირად საავადმყოფოში წევს და როდესაც მასთან დედაა, სახლში უფროს შვილებს და ბაბუას ბატონი აკაკი უვლის. აი ასეთ უმძიმეს ვითარებაში უწევთ მათ ცხოვრება. საკუთარი ძალებით ამ პრობლემებს ისინი თავს ვერ დააღწევენ.
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ გთხოვთ გვერდში დაუდგეთ ამ ოჯახს. თქვენი ნებისმიერი სახის უმნიშვნელო დახმარებაც კი მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს!
თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმუოჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ანGE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სალომე დუმბაძე) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/168/
დაეხმარეთ ამ პატარა ანგელოზს და სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს შვილებს
კომენტარი