პოლ მაკარტნი, როგორც მხატვარი
ინგლისელი მუსიკოსი, პოლ მაკარტნი, ყველასათვის ცნობილია, როგორც ჯგუფ ბითლზის წევრი და მუსიკოსი. თუმცა, ის გატაცებული იყო ხელოვნების სხვა დარგითაც – ხატვით.
1966 წელს მაკარტნიმ გაიცნო ხელოვნების გალერეის მფლობელი, რობერტ ფრეიზერი, რომლის სახლში ბევრ ცნობილ მხატვარს შეხვდა. აქ პოლმა გაიცნო ენდი უორჰოლი, კლაეს ოლდენბურგი, პიტერ ბლეიკი, რიჩარდ ჰემილტონი. სწორედ ამ ადამიანებისგან შეიტყო ბევრი რამ ხატვის შესახებ.
ხატვის სიყვარული, მაკარტნის, გაუმძაფრდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნახა თუ როგორ ხატავდა მხატვარი ვილემ დე კუნინგი. 1983 წელს პოლმა ხატვა დაიწყო. 1999 წელს კი გერმანიაში თავისი ნახატების პირველად გამოფინა.
დიდ ბრიტანეთში მაკარტნის პირველი გამოფენა ბისტროლში მოეწყო. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ხუთასზე მეტი ტილო. მანამდე კი მაკ–კარტნი, ისევე როგორც ლენონი, თვლიდა, რომ – „ხატვა შესაძლებელია მხოლოდ სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ“.
წარმოგიდგენთ პოლ მაკარტნის ნახატებს:
კომენტარი