სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტორეპორტიორებს ბრალი ედებათ სს კოდექსის 314-ე მუხლით

დაკავებული ფოტორეპორტიორების ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკითხვის შემდეგ შსს–მ უკვე გაათავისუფლა "ასოშიეტედ პრესის" ფოტოგრაფი, შახ აივაზოვი. მან უკვე დატოვა მოდულის შენობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100