ვინ იყო დევიდ ბოუი?
დღეს დევიდ ბოუის გარდაცვალების ცნობამ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრი დაანაღვლიანა. 69 წლის მუსიკოსის სიკვდილს თაყვანისმცემლები დედამიწის სხავადახსვა კუთხეებში გლოვობენ.
ხოლო მათთვის ვინც გასული საუკუნის ლეგენდარული მომღერლის შესახებ არაფერი იცის, დრონი.ჯი ბოუის ბიოგრაფიას აქვეყნებს.
დევიდ ბოუი ინგლისელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, მულტიინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი და აუდიო ინჟინერი. მისი ნამდვილი სახელი ნამდვილი სახელი გახლდათ დევიდ რობერტ ჯოუნსი; დაიბადა 1947 წლის 8 იანვარს.
თავის დროზე, დევიდ ბოუიმ არაერთი ალბომი და სინგლი გამოუშვა, მაგრამ პირველად მუსიკის მოყვარულთა ინტერესი დაიმსახურა 1969 წელს, როდესაც მისმა კოსმიური ხანის მინი მელოდრამამ, სიმღერამ Space Oddity ბრიტანეთში სინგლების ჰიტ აღლუმში მე-5 ადგილი დაიკავა. სამწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, იგი კვლავ გამოჩნდა 1972 წელს - გლემ-როკის ზენიტის ხანაში, როგორც ანდროგინული არსება, სახელით ზიგი სტარდასტი.
მოგვიანებით, მან ხმისჩამწერ ლეიბლს და ამერიკელ მსმენელს იმედი გაუცრუა, როდესაც გამოუშვა მინიმალისტური ალბომი, სახელწოდებით Low. აქ შედგა ბოუის და ბრაიან ინოს პირველი თანამშრომლობა.
1970-იანი წლების ბოლოს პერიოდული კომერციული წარმატებების შემდეგ, 1980 წელს ბოუიმ ბრიტანეთის ჰიტ აღლუმები დაიპყრო სიმღერით Ashes to Ashes. მომდევნო წელს ბოუის და ჯგუფ Queen-ის ტანდემი სიმღერით Under Pressure ბრიტანეთის ჰიტ აღლუმების სათავეში მოექცა. კიდევ უფრო დიდი წარმატება ხვდა წილად 1983 წელს, როდესაც ალბომიდან Let's Dance ერთდროულად სამი სინგლი იქცა ჰიტად.
თავისი კარიერის მანძილზე, დევიდ ბოუის გაყიდული აქვს 136 მილიონი ალბომი და ბრიტანეთის პოპ მუსიკის ისტორიაში 10 ყველაზე კარგად გაყიდვად მუსიკოსებს შორის იკავებს საპატიო ადგილს.
2004 წელს ჟურნალმა როლინგ სტოუნმა ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის მას 39-ე ადგილი მიაკუთვნა.
კომენტარი