სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რიკოთის უღელტეხილზე დაკარგულებს მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ

რიკოთის უღელტეხილზე სტიქიის შემოტევის შედეგად დაკარგული ორი მოქალაქის ძებნა მთელი ღამის განმავლობაშინ უშედეგოდ მიმდინარეობდა. მაშველები ვარაუდობენ, რომ მოქალაქეები ნაშალი მიწის ქვეშ მოყოლილი რესტორან „რიკოთის“ შენობაში უნდა იყვნენ, თუმცა, მათ სავარაუდო ადგილსამყოფელამდე მიღწევა ვერ მოხერხდა.

პარალელურად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები. სოფელ ხევთან, ინერტული მასალების მოპოვების მიზნით ერთი მძლავრი აფეთქება სპეციალისტებმა მოაწყვეს, რის შემდეგაც მთიდან ჩამონადენი წყლის სასურველ კალაპოტში მოქცევისა და გზისთვის ნაკადის არიდების სამუშაოები გაგრძელდა.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, ახლომდებარე მუნიციპალიტეტებისა და და დედაქალაქის სამაშველო რაზმები და სხვა სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

დღეს დაგეგმილია მთვარობის საგანგებო სხდომა, სადაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანალიზს მოისმენენ. ამავე სხდომაზე უნდა დასახელდეს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100