გეგეშიძის ბაღში ძიძამ ბავშვი სცემა - გაავრცელეთ სტატია, რათა მშობლებმა გაიგონ
ჩვენს დროში სამსახურის პოვნა როგორი რთულია დამეთანხმებით, მაგრამ ნაპოვნი სამსახურის დაკარგვა, გაცილებით ძნელი მგონია... ნამდვილად არ მინდა, ვინმემ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დაკარგოს სამსახური, მაგრამ გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია...
საქმე ის გახლავთ, რომ ჩემი ფეისბუკის მეგობრის სალომე ივანიშვილის გვერდზე გაზიარებული პოსტის შინაარსმა, მაიძულა ქმედებაზე გადავსულიყავი და გამევრცელებინა ამბავი, რომელიც დაუსჯელი არ უნდა დარჩეს...
,,11 მაისს, სადღაც 10:30 წუთზე, გეგეშიძის ბაღში ვინც თავის 3–4 წლის ბიჭი(წითელი შარვლით და წითელ ქოლგიანი ველოსიპედით)ძიძასთან ერთად სასეირნოდ გაუშვა, მინდა ვუთხრა, ძიძამ სასტიკად ცემა საწყალი ბავშვი,რომ მივედი პასუხის მოსათხოვად, გაიქცა ბავშვიანად... ალბათ, ვერასდროს გაიგებს ამას ბავშვის მშობელი, რა ვქნა არ ვიცი... ძალიან დავითრგუნე... ''
დავუკავშირდი სალომე ივანიშვილს, რომელმაც აღშფოთება გამოთქვა:
,,თავად ორი შვილის დედა ვარ, ასეთი სისასტიკე როგორ შეიძლება, მშობელს ეიმედება შვილი, ამ დროს კი ვინ იცის, რა საფრთხის ქვეშ არის დაუცველი პატარა?! როგორმე უნდა მივაწვდინოთ ხმა იმ პატარა ბავშვის მშობლებს, ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, ხვალ იქნებ ჩვენი შვილი დადგეს საფრთხის ქვეშ...''
,,რა ჩემი საქმეა?!''ამ სიბნელიდან თუ გამოვა საზოგადოება, ვფიქრობ ასეთ ვანდალურ ფაქტებსაც აღარ ექნება ადგილი... დღისით –მზისით ხალხმრავალ ადგილზე ამას რომ გაბედავს ძიძა, ამას რომ აკადრებს იქ მყოფ საზოგადოებას, მასთან მარტო დარჩენილი ბავშვი რა აგრესიის მსხვერპლი შეიძლება გახდეს, თავად წარმოიდგინეთ.
კომენტარი