სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება”

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებს საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ხმალაძემ ტრენინგი ჩაუტარა.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში მოეწყო და თითქმის ყველა სოფლის გამგებელი დაესწრო. ტრენერის თქმით, დასახლებებიდან ძირითადი ინფორმაცია, სწორედ, რწმუნებულების მეშვეობით იკრიბება. ყურადღება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2014 წელს დაგეგმილ სამუშაოებსაც შეეხო. კასპის რაიონის სოფლების რწმუნებულებმა გარკვეული ინსტრუქციები მიიღეს.

,,სოფელში კაცი გქვია, გამგებელი ხარ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ვის ჰყვარობს სოფელში და ვინ ვისთან დაძვრება” – განაცხადა კოტე ხმალაძემ რწმუნებულებების ტრენინგზე.

ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას აღნიშნულის შესახებ www.qartli.ge ავრცელებს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100