„The Killers“-ის დრამერმა სოლო კომპოზიციის პრეზენტაცია მოაწყო
ამერიკული როკ-ჯგუფის, „The Killers“-ის დრამერმა, რონი ვანუჩიმ სოლო ალბომზე მუშაობა დაასრულა, რომელსაც "Big Talk" უწოდა. ალბომის პრეზენტაციის ჩატარებას მუსიკოსი 12 ივნისს გეგმავს. ახლადგამომცხვარ კოლექტივში, რონის გარდა ტაილერ მილნი და „The Killers“-ის ყოფილი ბას-გიტარისტი, ვიზერ მეტ შარპი შედიან.
ალბომის პროდუსერი ჯო ჩიკარელია. ეს უკანასკნელი ცნობილია, ელტონ ჯონთან, ჯგუფ „U2“-სთან, „The Strokes“-თან, „My Morning Jacket“ თან და სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ურთიერთობით. ახალ ალბომში რონი ვანუჩი სოლო კომპოზიციებს ასრულებს. მუსიკოსმა კომპოზიცია "Getaways“ ჩაწერა თავდაპირველად. ეს უკანასკნელი ალბომის მთავარ და ძირითად მუსიკად იქცა.
კომენტარი