გერმანიაში განადგურებული ბერლინის ფოტომასალის გამოფენა მოეწყობა
ბერლინის არტ–გალერეა „Regard“–ში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განადგურებული ბერლინის აერო–ფოტოგრაფიას გამოფენენ. ეს ფოტოები 1945 წელს ფოტოგრაფმა ჰაინომ ჰორნმა გადაიღო. ისინი წარსულში ფართო საზოგადოებას არასდროს შეუფასებია.
ჰორნის ფოტომასალა ფრანგმა კოლექციონერმა, მარკ ბრაბენმა აღმოაჩინა. მისი თქმით, სამი წლის წინ გაიგო, რომ 1972 წელს ჰაინომ ჰორნმა პერსონალური გამოფენა ჩაატარა. შემდგომმა გამოძიებამ ბრაბენი ჰორნის კატალოგის აღმოჩენამდე მიიყვანა, სადაც მან განადგურებული ბერლინის აერო–ფოტოგრაფიებიც აღმოაჩინა.
ჰაინომ ჰორნიმ ეს ფოტოები ამერიკელი ფოტოგრაფის ადოლფ ბაიერსის დახმარებით გააკეთა. სწორედ ამ უკანასკნელის საშუალებით მოახერხა გერმანელმა ფოტოგრაფმა იმ თვითმფრინავში მოხვედრა, საიდანაც ბერლინი გადაიღეს.
გამოფენის ორგანიზატორების მტკიცებით, ჰორნის ფოტომასალა ერთადერთია, რომელიც მხატვრული კუთხით აჩვენებს საზოგადოებას მეორე მსოფლიო ომის ბერლინს. დღეისათვის მსოფლიო ისტორიას შემორჩენილი მხოლოდ ჯარისკაცების მიერ გადაღებული ფოტომასალა აქვს. გამოფენაზე სულ 74 სურათს გამოიტანენ. აღნიშნულ რაოდენობაში მხოლოდ აერო ფოტომასალა არ შევა.
კომენტარი