სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ის ვინც ცოლს უღალატებს, სამშობლოსაც უღალატებს”

რუსი ჟურნალისტი ვალერია ნოვოდვორსკაია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეუღლესთან განქორწინების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის ვინც ცოლს უღალატებს, სამშობლოსაც უღალატებს.

"საერთოდ პუტინის პირადი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის. მთავარია მისი ცოლები ციხესიმაგრეში გამომწყვდეული მოჭრილი თავებით არ დარჩნენ", - აცხადებს ნოვოდვორსკაია ვიდეო მიმართვაში.

მისი აზრით, რუსეთის ექს-პირველი ლედისთვის შეიძლება უკეთესიც არის, რომ ქმარს დაშორდა, თუმცა ჟურნლისტი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნებოდა პუტინი ქვეყანას გაყროდა.

"შეიძლება ლუდმილა პუტინასთვის უკეთესია, რომ ის ასეთი ქმრისგან გათავისუფლდა, მაგრამ ეს ჩვენ გვეხება, რადგან პუტინი რამდენიმე ხნის წინ შეხვდა მრავალშვილიან მშობლებს და იქ ოჯახურ ფასეულობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ამ ფასეულობებს იცავს. შემდეგში, როცა ის კვლავ ოჯახურ ფასეულობებზე დაიწყებს საუბარს, ეს ყველაფერი გაახსენეთ. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა არა ცოლს, არამედ ქვეყანას გაყროდა. მე ასეთ პრეზიდენტს დღესაც გავეყრები, რომ მე, აღარ მომიწიოს იმის თქმა, რომ ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია. იმედი მაქვს, რომ მრავალშვილიანი დედები და ახალგაზრდა გოგონები მას სამაგიეროს რეიტინგით გადაუხდიან. ძველი რუსული ტრადიციის მიხედვით, ვინც ცოლს უღალატებს, ის სამშობლოსაც უღალატებს", - აცხადებს ნოვოდვორსკაია.





წყარო: http://www.iveroni.com.ge/2012-01-19-17-28-48/35735-novodvorskaia-is-vinc-cols-ughalatebs-samshoblosac-ughalatebs.html?lang=ka-GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100