სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ქათამაძე და ჯგუფი „Insight“ ჰიტებს შეასრულებენ

ნინო ქათამაძე და ჯგუფი „Insight“ მსოფლიოს საქართველომ აჩუქა. მომღერლისა და ჯგუფის მსმენელები აღნიშნავენ, რომ ნინოსა და „Insight“-ის მუსიკა მიმზიდველობით გამოირჩევა და მისი მსმენელი იზიარებს ამ მელოდიების საკრალურ აზრს. ნინო ქათამაძე არა მხოლოდ ქმნის მუსიკას, არამედ უნიკალაურადაც ასრულებს მას.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუსიკოსები ძალიან იშვიათად თანხმდებიან ინტერვიუზე და რამდენიმე წელიწადში ერთხელ უშვებენ ალბომებს, მათი მუსიკა ყოველთვის ყველგან ისმის. სწორედ ამიტომაა მათი სიმღერები თაყვანისმცემლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ნინო ქათამაძე და ჯგუფი „Insight“ იმ შემსრულებლებს მიეკუთვნებიან, რომლებზეც ითქმის: „სჯობს ერთხელ ნახო, ვიდრე ათასჯერ მოუსმინო.“ მხოლოდ ცოცხალი გამოსვლა აღძრავს მსმენელში ნამდვილ ემოციებს, რომლებიც უხილავ ძაფებს აბამს მაყურებელსა და შემსრულებლებს შორის.

სწორედ ამიტომ ნინო ქათამაძე ჯგუფთან ერთად „Arena Concert Plaza“-ს სცენაზე 17 ივნისს გამოვა და ყველასათვის ცნობულ ჰიტებს შეასრულებს. ბილეთები კი უკვე იყიდება. ქართველი მომღერლისა და ჯგუფის ცოცხალი შესრულება ძალიან მოთხოვნადია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100