სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად არმაზ ახვლედიანს განიხილავს

,,ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანს ნიშნავენ, - ამის შესახებ წერს გაზეთი ,,რეზონანსი", მისივე ინფორმაციით, შესაძლოა არმაზ ახვლედიანი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატიც იყოს.

თავად ახვლედიანი ,,რეზონანსთან" ადასტურებს, რომ მას ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტი შესთავაზეს, რაზედაც საბოლოო გადაწყვეიტლება არ მიუღია, თუმცა საპრეზიდენტო კანდიდატად მის წარდგენაზე აცხადებს, რომ ამის შესახებ არაფერი სმენია.

,,თუკი ამ ეტაპზე ივანიშვილი რეალურად ახვლედიანის კანდიდატურას განიხილავს და მას რესპუბლიკელებიც უჭერენ მხარს, ბოლო პერიოდში რესპუბლიკელების გავლენის გათვალისწინებით დიდი შანსია, რომ არჩევანი სწორედ მასზე შეჩერდეს. ივანიშვილის მიერ დასახელებულ კრიტერიუმებს კი აშკარად აკმაყოფილებს", - წერს გაზეთი ,,რეზონანსი".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100