სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსი?

2010 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1098 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო
იმპორტი – 3511 მლნ. აშშ დოლარი.
ფგჯდფგდფოპგკდფო
საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 2413 მლნ. აშშ დოლარია. 2010 წლის იანვარ-სექტემბერში, 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24 პროცენტით, ექსპორტი 11 პროცენტით, ხოლო იმპორტი 27 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 32 პროცენტით ნაკლები დაფიქსირდა, ვიდრე 2008 წლის შესაბამის პერიოდში.
ფგჯდფგდფოპგკდფო
დსთ-ს ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1489 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა, აქედან ექსპორტი 444 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა, ხოლო იმპორტი – 1045 მლნ. აშშ დოლარი. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40 პროცენტი და იმპორტში 30 პროცენტი. ამ ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25 პროცენტი.
ფგჯდფგდფოპგკდფო
2010 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა, საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, 67 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
ფგჯდფგდფოპგკდფო
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა – მის წილად ექსპორტის 16 პროცენტი მოდიოდა.
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი, რაც ექსპორტის 14 პროცენტი იყო.
ფგჯდფგდფოპგკდფო
მესამე ადგილზე კვლავ შავი ლითონის ჯართი დარჩა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 30 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა და 80 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ფგჯდფგდფოპგკდფო
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, მეორე ადგილზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 231 მლნ. აშშ დოლარით. მესამე ადგილზე კვლავ სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტია 136 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 4 პროცენტი შეადგინა. მათ შემდეგ კი მოდის ხორბალი.

აღნიშნულ ინფორმაციებს სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100