სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე გამეღვიძა... სასწაულებრივად გადავრჩით" - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელი ქალი, რომელიც თურქეთის მიწისძვრისას სტიქიის ეპიცენტრში იყო

"ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე გამეღვიძა... სასწაულებრივად გადავრჩით" - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელი ქალი, რომელიც თურქეთის მიწისძვრისას სტიქიის ეპიცენტრში იყო 12:33 / 10-02-2023 "ბიძგების დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე გამეღვიძა... სასწაულებრივად გადავრჩით" - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელი ქალი, რომელიც თურქეთის მიწისძვრისას სტიქიის ეპიცენტრში იყო 33 წლის ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ხა­ტია ჭყო­ნია მი­წისძვრი­სას თურ­ქე­თის სწო­რედ იმ ქა­ლაქ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც ეპცენ­ტრი იყო. 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან და­კავ­ში­რე­ბა არ ხერ­ხდე­ბო­და. ხა­ტია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გუ­შინ გა­მოჩ­ნდა. 3 თვეა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის თავ­დამ­სხმე­ლი ქა­ლაქ ჰა­ტა­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ­ში მი­იწ­ვი­ეს. ამ დრო­ის გან­მა­ვო­ბა­ში მან სამ მატჩში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. - ხა­ტია, პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ გა­დარ­ჩე­ნას. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, რა მძი­მე დღე­ე­ბი გა­ი­ა­რეთ... - მად­ლო­ბა. კი, მარ­თლაც წარ­მო­უდ­გენ­ლად სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­ვი­ა­რეთ. თა­მა­ში­დან მო­ვე­დით იმ სა­ღა­მოს, დაღ­ლი­ლე­ბი ვი­ყა­ვით და და­სა­ძი­ნებ­ლად მა­ლე­ვე დავ­წე­ქით. დი­ლის 4 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბით გა­მეღ­ვი­ძა. რამ­დე­ნი­მე წამ­ში კი სახ­ლმა რწე­ვა და­ი­წყო. მა­ინ­ვე მივ­ვარ­დი მე­გობ­რებს და მათი გაღ­ვი­ძე­ბა და­ვი­წყე. და­ვუყ­ვი­რე, უნდა გა­მოვ­ფხიზ­ლდეთ და აქე­დან ცო­ცხლებ­მა გა­ვაღ­წი­ოთ-მეთ­ქი. შოკი ჰქონ­დათ... რამ­დე­ნი­მემ ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტო­მა სცა­და. ვუყ­ვი­რო­დი, ნუ გე­ში­ნი­ათ, ერ­თად თუ ვიქ­ნე­ბით არა­ფე­რი მოგ­ვი­ვა-მეთ­ქი, ჭკვი­ა­ნუ­რად უნდა ვი­მოქ­მე­დოთ, რომ გა­დავ­რჩეთ-მეთ­ქი. ერ­თმა­ნეთს ხე­ლე­ბი ჩავ­კი­დეთ და ვცდი­ლობ­დით, კა­რის ქვეშ ვმდგა­რი­ყა­ვით, მაგ­რამ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ბიძ­გე­ბი თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბო­და და კედ­ლი­დან კე­დელ­ზე გვა­ხეთ­ქებ­და. ამ დროს მსუ­ბუ­ქად დავ­შავ­დით ყვე­ლა­ნი. რო­გორც იქნა ძალა მო­ვიკ­რი­ბეთ და ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა გა­მო­ვაღ­წი­ეთ გა­რეთ. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ჩა­მოს­ვლა, გვეშ­ნო­და კი­ბე­ზე ჩა­მოს­ვლის, მაგ­რამ ძალა მოგ­ვე­ცა და შევ­ძე­ლით. სა­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დავ­რჩით... ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს თვა­ლი­წინ წა­მებ­ში რო­გორ იბ­ზა­ე­ბო­და კედ­ლე­ბი, შემ­დეგ კი იყო სა­ში­ნე­ლი ხმე­ბი. მი­წის გას­კდო­მის, ლეწ­ვის, ნგრე­ვის, კი­ვი­ლის... ვხე­დავ­დი, რომ ზოგი ფან­ჯრი­დან ხტე­ბო­და, ზოგი აივ­ნი­დან. - რა ხდე­ბო­და თქვენ თვალ­წინ? რო­დე­საც მხო­ლოდ ფო­ტო­ებ­სა თუ ვი­დე­ო­ებ­ში უყუ­რებ იმ მოვ­ლე­ნებს, ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ჯე­რებ­ლად გეჩ­ვე­ნე­ბა, ფილ­მის კად­რე­ბი­ვით... - საზ­რე­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა იყო, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ხმე­ბი... ძა­ლი­ან მინ­და მალე და­ვი­ვი­წყო ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ის ხმე­ბი ალ­ბათ არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. მი­წის გას­კდომს, კედ­ლე­ბის ნრე­ვის, ჭურ­ჭლის ლეწ­ვის და გან­წი­რუ­ლი კი­ვი­ლის ხმე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ო­და. და სა­ში­ე­ლი ზან­ზა­რის ხმა... მი­ჭირს გად­მოგ­ცეთ, რას გა­ნიც­დის ადა­მი­ა­ნი ამ დროს. ვხე­დავ­დი ნან­გრე­ვე­ბი­დან ამოშ­ვე­რილ ხე­ლებს, რო­გორ ითხოვ­დნენ დახ­მა­რე­ბას ორ­სუ­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი თუ მო­ხუ­ცე­ბი და ვე­რა­ვის ვეხ­მა­რე­ო­დი... სა­ში­ნე­ლი უსუ­სუ­რო­ბის გან­ცდა დმე­უფ­ლა. ამ როს ყვე­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ფიქ­რობ­და, თან ფეხ­შიშ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და გა­და­ად­გი­ლე­ბა მი­ჭირ­და. ფაქ­ტობ­რი­ვად ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბა შევ­ძე­ლი, ერ­თა­დერ­თი ის იყო, რომ ფე­რად­კა­ნი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც თურ­ქუ­ლი არ იცოდ­ნენ, თარ­ჯიმ­ნო­ბას ვუ­წევ­დი, ვცდი­ლობ­დი, ამით მა­ინც დავ­ხმა­რე­ბო­დი და გვერ­დი­დან რ მოვ­შო­რე­ბი­ვარ. ბიძ­გე­ბი რომ შე­ჩერ­და გამ­თე­ნი­ი­სას, ისევ სახ­ლში აბ­რუ­ნე­ბამ მოგ­ვი­წია, რად­გან სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გვქონ­და, გვი­ყი­ნე­ბო­დით უბ­რა­ლოდ. თან თოვ­და, წვიმ­და და ჩვენ კი ფეხ­შიშ­ვე­ლე­ბი ვი­დე­ქით გა­რეთ სა­ა­თე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. გავ­რის­კეთ და ავე­დით სახ­ლში, ჩა­ვიც­ვი და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი წა­მო­ვი­ღეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100