სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასეთი ნაბიჯები სახიფათო შედეგის მომტანია - გიორგი კვირიკაშვილი გამოჩენა და მისი კრიტიკა ხელისუფლებას

"პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც" , -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა, შესაძლოა სახიფათო შედეგის მომტანი იყოს.

"როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ - ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში - გარდაუვალად", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100