სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

70 წელს გადაცილებულებს საკოორდინაციო საბჭო საგანგებო რეკომენდაციას აძლევს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილებს და შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას.

"სამედიცინო პერსონალის რჩევით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 70 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქეებისთვის გაცემულ იქნას რეკომენდაცია, რომ ისინი მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაციას, რათა თავიდან იქნეს არიდებული ნებისმიერი საფრთხე მათი ჯანმრთელობისათვის. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საკოორდინაციო საბჭოს გადაწვეტილებების აღსრულებაზე“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100