ქალწულები, რომლებიც მუამორ კადაფისთვის კვდებიან (ფოტორეპორტაჟი)
ლიბიის ლიდერის მთელი ამ ხნის განმავლობაში, გვარდიის ჯარისკაცებთან ერთად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იცავდა 40 ქალიშვილი. სიტყვა „ქალიშვილი“ ამ შეთხვევაში მხოლოდ სქესის აღმნიშვნელი არ გეგონოთ. საქმე ისაა, რომ ორმოცივე ქალიშვილი იმავდროულად ქალწულიცაა. როგორც ბრიტანული The Daily Star იუწყება, ქალიშვილები, რომლებსაც აკრძალული აქვთ სექსი, ადრე დადებული ფიცის ერთგულები არიან, რომლის თანახმადაც, ისინი მზად არიან კადაფისთვის მოკვდნენ.
კადაფის მცველ–ქალწულთა რაზმში მოხვედრა ლიბიელ გოგონებს შორის პრესტიჟულ წარმატებადა იყო მიჩნეული. კანდიდატები სპეციალურ სასწავლო კურსს საგანგებო დაწესებულებაში გადიოდნენ. საბოლოოდ, წარმატებულთაგან მცველებს თვითონ კადაფი არჩევდა. ექსპერტების ვარაუდით, კადაფის მიერ ქალებისთვის ამხელა ნდობის გამოცხადება მისი რწმენითაა განპირობებული, რომ ქალებს სახიფათო სიტუაციებში მანევრირება და სწრაფი აზროვნება, ასევე ეფექტური რეაგირება შეუძლიათ.
იმ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ფინზე, რომელიც ახლა ტრიპოლიში მიმდინარეობს, მკაცრი დრეს-კოდი დარღვეული იქნება და, ალბათ, ქალიშვილებიც აღარ გამოიყურებიან ისე მიმზიდველად, როგორც სხვა დროს. მაგრამ ფაქტია - ისინი მზად არიან ჯამახირიის ლიდერისთვის მოკვდნენ და თავად კადაფიმაც შეასრულა პირობა, რომელიც ხალხს მისცა, როცა დაპირდა, რომ ტრიპოლის არ დატოვებდა, ან, დატოვების შემთხვევაში, აუცილებლად დაბრუნდებოდა...
კომენტარი