NASA-მ მარსზე თვითმავალი აპარატის დასმის ადგილი განსაზღვრა
NASA-მ მარსზე თვითმავალი აპარატის, ახალი თაობის MSL-ის დასმის ადგილი განსაზღვრა.
მოწყობილობა მოგზაურობას წითელ პლანეტაზე, კრატერ გეიელადან დაიწყებს. კრატერის ღრმულები 150 კილომეტრის სიღრმისაა. მეცნიერთა მტკიცებით, მარსზე აღნიშნული ადგილი არის ყველაზე პერსპექტიული სიცოცხლის აღმოსაჩენად.
მარსზე მოსრიარულე MSL (მეორე სახელწოდებით "Curiosity") მარსზე 25 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში გაფრინდება, რადგანაც სწორედ ეს პერიოდია ყველაზე ხელსაყრელი წითელ პლანეტასა და დედამიწას შორის ფრენის განსახორციელებლად, ამ პერიოდში პლანეტების განლაგებიდან გამომდინარე.
MSL-ის ზუსტი ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა წინასწარი გათვლებით 2,5 მლრდ. დოლარი დაჯდა.
კომენტარი