სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მფრინავი ზურგჩანთა

მეცნიერება რომ ყოველდღიურად წინ მიიწევს, ამას ისიც ადასტურებს, რომ მალე ზურგჩანთებით ვიფრენთ.

ამერიკულმა კომპანია Jetlev Technologies–მა მფრინვი ზურგჩანთა შექმნა. აღნიშნული ზურგჩანთის მეშვეობით 35კმ/სთ სიჩქარით ფრენაა შესაძლებელი, მაგრამ მხოლოდ წყლის ზედაპირზე

ზურგჩანთის მართვა ადვილია და ეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მას კომპლექტში 3,23 მეტრის სიგრძის ნავი მოყვება. ზურგჩანთაში ძრავა ჩამონტაჟებული, რომელსაც წყლის ჭავლის მეშვეობით ადამიანის 8 მეტრის სიმაღლეზე აწევა შეუძლია. პილოტს ადვილად შეუძლია სიჩქარის, მიმართულებისა და სიმაღლის გაკონტროლება.

ჩამოვარდნის შემთხვევაში, ზუგჩანთა არ იძირება, ამიტომ მის პატრონს დახრჩობის საშიშროება არ ემუქრება.

მფრივანი ზურგჩანთა 100 ათასი აშშ დოლარი ღირს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100