ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება
“99942 აპოფისი” აღმოჩენილია 2004 წელს, არიზონის კიტ-პიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. დასახელება მიიღო 2005 წლის 19 ივლისს, ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთის, აპოპის სახელის მიხედვით (ძველბერძნულში - აპოფისი). აპოპი უზარმაზარი გველია, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს და მზის განადგურებას ცდილობს. ამ სახელის მინიჭება შემთხვევითი არ არის, რადგან, ტრადიციულად, მცირე სხეულების სახელებს იღებენ ბერძნული, რომაული და ეგვიპტური მითოლოგიიდან. ვარაუდობენ, რომ 2029 წელს, დედამიწასთან მოახლოებისას, აპოფისი შეიცვლის თავის ორბიტას.
ასტეროიდი ატონთა ჯგუფს მიეკუთვნება და NAშA-ს მონაცემებით, 2029 წელს გაივლის მინიმალურ მანძილს, რომელიც 37 500 კმ-ს (სხვა მონაცემებით: 36 830 კმ) შეადგენს. რადარული დაკვირვების შემდეგ, 2029 წელს შეჯახება გამოირიცხა, მაგრამ პირველადი მონაცემების სიზუსტის ნაკლებობის გამო, 2036 წელს და შემდგომ წლებში შეჯახების ალბათობა შედარებით მაღალია. სხვადასხვა მეცნიერები ამის მათემატიკურ ალბათობას აფასებენ, როგორც 2,2−5 და 2,5−5-ს. ხოლო 2036 წლის შემდგომ ალბათობა უფრო დაბალია.
კომენტარი