სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განქორწინების ფორმულა შედგენილია... უარყოფითი რეპლიკებისგან

ოჯახური იდილიის შექმნა, თანაც ხანგრძლივი დროით, რთული საქმეა, ბევრისთვის კი ეს შეუძლებელიცაა. რა იწვევს ოჯახის დანგრევას? ამაზე ფსიქოლოგები და მეცნიერები დიდი ხანია მუშაობენ, დასკვნები კი მაინც ზოგადია. ორიგინალურ მეთოდს მიაგნო ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელმაც წყვილების განქორწინების მათემატიკური ფორმულა გამოიყვანა.

პროფესორმა ჯეიმს მიურეიმ განქორწინების ფორმულა შემდეგი მეთოდებით გამოიყვანა. მათემატიკოსი 700 ოჯახურ წყვილს დააკვირდა. მისი პროგნოზები მათ მომავალთან დაკავშირებით 94%-ით გამართლდა. მიურეის მეთოდი შემდეგში მდგომარეობს:

პროფესორი ხვდებოდა წყვილებს, 15 წუთის მანძილზე იწერდა მათ საუბრებს სექსზე, ფულზე, ნათესავებთან ურთიერთობაზე და თან მათ დადებით რეპლიკებს +4 ქულამდე, უარყოფითს კი –4 ქულამდე აფასებდა. იმ შემთხვევაში, თუკი მეუღლეთაგან ერთ–ერთის რეპლიკების უმრავლესობა უარყოფითი აღმოჩნდებოდა, მიურეი ირწმუნებოდა, რომ წყვილის განქორწინება გარდაუვალი იქნებოდა.

მეცნიერმა კვლევის შედეგად ისიც დაასკვნა, რომ ზიზღს უფრო მეტი დამანგრეველი ძალა აქვს, ვიდრე სიძულვილსა და სევდას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100