სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყველაზე საინტერესო ცხოველები

ამერიკის შეერთებული შტატების არიზონას უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტმა ახალაღმოჩენილი ცხოველების და სოკოების ათი ყველაზე საინტერესო ჯიშის სია გამოაქვეყნა. ეს ჯიშები გასულ წელს იქნა აღწერილი. სიის შედგენაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიოლოგები მონაწილეობდნენ.

სიის მთავარი პერსონაჟი წურბელას ერთ-ერთი სახეობა გახდა, რომელიც გასულ წელს პერუში აღმოაჩინეს. მისი სიგრძე დაახლოებით ხუთი სანტიმეტრია, აქვს დიდი და ალესილი კბილები, როს გამოც მიიღო „მკაცრი სამეფო წურბელას“ სახელწოდება. წურბელების სახეობების საერთო რიცხვი 10 ათასია, მაგრამ მათგან მეცნიერების მიერ მხოლოდ 700 სახეობა არის შესწავლილი.

საინტერესო ცხოველების რიცხვში მოხვდნენ ასევე თევზი-ღამურა, რომელიც მექსიკის ყურეში ბინადრობს, ანტილოპას ახალი სახეობა Philantomba walteri, რომლის პირველ ეგზემპლარს მეცნიერებმა ტოგოში მიაკვლიეს, ასევე მადაგასკარელი, მდინარეში ბინადარი ობობა ჩარლზი, რომელსაც სახელი ჩარლზ დარვინის საპატივსაცემოდ უწოდეს, სხვადასხვა ბაქტერიები და სოკოები და ა.შ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100