სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს ლექსი მათთვისაა, ვისაც გონების დაკარგვამდე ენატრება

წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი!

დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.

ინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,

მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,

თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება.

სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,

მჯერა, მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად

გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,

თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,

ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,

ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.

თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,

თუნდაც გამებუტე, მოდი, ჩამეხუტე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100