სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმ „ესაც ჩვენი მოგებული ომის“ ავტორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმება

ანტიქართული ფილმის „ესაც ჩვენი მოგებული ომის“ (რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომზეა გადაღებული და სადაც ქართველი ჯარისკაცები მშიშრებად, სადისტებად და კაციჭამიებად, ხოლო ქართული მხარე ომის ინიციატორადაა გამოყვანილი) ავტორი, ყოფილი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე ყურადღების ცენტრში მოქცევას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ კედელზე გაკეთებული სენსაციური განცხადებით აპირებს და ახერხებს კიდეც: კომახიძემ სტატუსად დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას რეგიონებში მისი გასვლის დროს გეგმავს, თუმცა, არც ის გამორიცხა, რომ მისი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს არ არის.

როგორც ჩანს, მუდმივად დაფინანსების მაძებარი ყოფილი ჟურნალისტი და ანტიქართული განცხადებებით ცნობილი ვახტანგ კომახიძე ამ არაორდინარული, ეფექტური გზით აპირებს ბიძინა ივანიშვილის ყურადღების მიპყრობას, რასაც, სავარაუდოდ, მოახერხებს კიდეც, რადგან მისი სტატუსის შინაარსი თითქმის მთლიანად ემთხვევა ბიძინა ივანიშვილის დღემდე კულუარებიდან ცნობილ ფობიებს.

„დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ ვახტანგ კომახიძის სტატუსს:

მაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საფრთხე ემუქრება და შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება. რა თქმა უნდა, სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ასეთი განცხადება წარმოშობს.

მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ინფორმაციაზე ვილაპარაკო ყოველგვარი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე, რადგან მისი არც გადამოწმების შესაძლებლობა არსებობს და არც იმის გარანტი, რომ წყაროს იდენტიფიცირების შემთხვევაში დანაშაულებრივი განზრახვის ავტორები შეიზღუდებიან და არ შეილახება წყაროს უფლებები და უსაფრთხოება.

ცხადია, არსებობს იმის ალბათობა, რომ წყაროს მიერ ინფორმაციის გავრცელება ირიბ მიზნებს ემსახურებოდეს, ამისთვის აუცილებელია ინფორმაციის სანდოობის დადგენა, თუმცა, სანდოობის ხარისხის დადგენის შეუძლებლობამ არ უნდა შეიწიროს სავარაუდო საფრთხის მნიშვნელობა.

რადგან ქართულ რეალობაში არსებობს ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუფოვის დაღუპვის გამოუძიებელი საქმე, რადგან გამოუძიებელია "მასტერას" და უვაის ახმადოვის ფარული ჩანაწერები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრის ფარული ჩანაწერი ბელორუსიაში პოლიტიკური მკვლელობის განზრახვის შესახებ, ვფიქრობ, არაა გადაჭარბებული ვარაუდი, რომ ჩემი წყაროსგან მიღებული ინფორმაცია კეთილსინდისიერი სიგნალი შეიძლება იყოს.

ცხადია, სრულად ვერ გამოვრიცხავ, რომ წყაროს ჩემგთან დაკავშირება რაიმე სახის ინსინუირების მოტივით იყო განპირობებული, მაგრამ თუ ეს განზრახვა რეალურად არსებობს, ამ ინფორმაციის გავრცელებას შეუძლია პრევენტიული როლი შეასრულოს, რამაც გადამაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთება.

ვახტანგ კომახიძე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100