ღვეზელი ხორცით და ყველით
მასალა:
მარგარინი - 200 გრ
არაჟანი - 120 გრ
ძმარი - 5 მლ(1 ჩ/კ)
ფარში - 500 გრ (შერეული)
კვერცხი - 4 ცალი
ფქვილი - 650 გრ
სოდა - 3 გრ
ხახვი - 3 ცალი
ყველი - 400 გრ (მშრალი)
დავყაროთ ფქვილი ხის დაფაზე, სადაც უნდა მოვზილოთ ცომი. დავაჭყლიტოთ მარგარინი და მოვზილოთ. ცომში დავამატოთ არაჟანი და სოდა ძმრით. ეს ყველაფერი კარგად მოვზილოთ. დავამრგვალოთ და ჩავდოთ მაცივარში 30-40 წუთით. მოვამზადოთ გულსართი. დავჭრათ ხახვი და მოვშუშოთ. დავამატოთ ფარში და ცოტა ხანი გავაჩეროთ ცეცხლზე, 10 წუთის განმავლობაში. გავხეხოთ ყველი, დავამატოთ 2 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა. კარგად ავურიოთ და დავამატოთ ფარშს. ცომი გავყოთ 2 ნაწილად. (1 ცოტათი დიდი უნდა იყოს მეორეზე). დიდი ნაწილი გავაბრტყელოთ. (ეს იქნება ქვედა ფენა). ფორმაზე ჩავაფინოთ ქაღალდი და ზემოდან დავადოთ ქვედა ფენა. გავანაწილოთ გულსართი. გავაბრტყელოთ მეორე ნაწილი. ზედა ფენა დავაფაროთ პეროგს, ისე რომ გულსართი არ გამოიჟღინთოს. ფუნჯით წავუსვათ ზედა ფენას ათქვეფილი კვერცხის გული. შევდგათ პეროგი ღუმელში 180 გრადუსზე 40-50 წუთით. ღუმელი წინასწარ გავაცხელოთ.
„გურმანი“
კომენტარი