სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიკალური აღმოჩენა - წონაში კლება დიეტისა და ვარჯიშის გარეშე

ზედმეტი წონის მოსაშორებლად სულაც არ არის აუცილებელი მკაცრი დიეტა და მძიმე ფიზიკური დატვირთვა ამ სენსაციური განცხადებით გამოდის ‘’guardian liberty voice’’. სასურველი ფორმების შესანარჩუნებლად უბრალოდ ფიქრების კონტროლი ყოფილა აუცილებელი.

ნიუ- იორკის კოლუმბიური სკოლის სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დასტურდება, ყველაზე ეფექტური საშუალება წონაში მოსაკლებად: საკუთარი ფიქრების კონტროლია. რაც გულისხმობს საკვების მიღების დროს ადამიანის ფსიქიკის ჩართვას ამ პროცესში, ანუ საკვების მიღებას თუ დავურთავთ თვითდაჯერებას პროდუქტის ნაკლებ კალორიულობის შესახებ, სასურველ შედეგს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის გარეშე მივაღწევთ.

ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეები ორ ჯგუფად იქნა გაყოფილი. თითოეულ ჯგუფს რძიანი კოქტეილი შესთავაზეს. პირველი ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია კოქტეილის კალორიულობის შესახებ. ხოლო ექსპერიმენტის მეორე ჯგუფის წევრები დააჯერეს კოქტეილის უკალორიულობაში. შედეგად მეორე ჯგუფის წევრების წონა არ გაზრდილა რასაც მეორე ჯგუფზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100